Wednesday, June 29, 2022

საწრეო მუშაობა -ინგლისურ ენაში

 საწრეო მუშაობის პროგრამა ინგლისურ ენაში

წრის სახელწოდება : ,,English  - The   Best “

წრის ხელმძღვანელი:მაია კუჭუხიძე

სამიზნე ჯგუფი:სსიპ.წყალყუბოს მუნიციპალიტეტის სოფ.ფარცხანაყანევისN1 საჯარო სკოლა,შერეული ჯგუფი

საწრეო მუშაობის მიზანი: საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს მოსწავლეებმა შეძლონ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა და გაიუმჯობესონ  ზეპირი მეტყველების უნარი,გამოიყენონ ინგლისური ენა პრაქტიკაში.გაიღრმავონ გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა,გაუღვივდეთ ინტერესი და ტოლერანტული დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებების მიმართ.

ჩემი საწრეო მუშაობის მიზანი გამომდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ცნებებიდან:

ცნება-ტექსტი

(შედეგები: (I. 1, 2, 3, 5, 6, 7)

ქვეცნება:წერითი კომუნიკაციის ტექსტის ჟანრები

 

 

 

 

ქვესაკითხები

პრაგმატული ტექსტები (მაგ., ღონისძიების პროგრამა, გზის მარშრუტი, ინსტრუქცია, სავარჯიშოს პირობა, ანკეტა, კვირის განრიგი, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ამინდის პროგნოზი და სხვ.);

 კორესპონდენცია (მაგ., ღია ბარათი, მეგობრული წერილი, მარტივი შეტყობინება/SMS/CHAT და სხვ.);

 ადაპტირებული საინფორმაციო ტექსტები (მაგ. სტატია საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან).

 ადაპტირებული მხატვრული საბავშვო ტექსტები (ზღაპარი, იგავი, ლეგენდა, კომიქსი);

 

 

კულტურათა დიალოგი:

1. უცხოური ენის შესწავლისას ვეცნობით უცხო ქვეყნის კულტურულ და სოციოკულტურულ თავისებურებებსაც;

2. სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს შორის არსებობს მსგავსებაც და განსხვავებაც.

3. განსხვავებულ ენასა და კულტურაზე დაკვირვება გვეხმარება საკუთარი ენისა და კულტურის უკეთ გაგებაში;

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

მოსწავლეები შეძლებენ გააანალიზონ ტექსტი,სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,ეცოდინებათ კითხვის წესები და შეძლებენ ინტერაქციას .

წრის მუშაობის განრიგი:     პარასკევი:13:00სთ- დან, 14:00სთ-მდე

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა:2022წლის მეორე სემესტრი 20 აკადემიური საათი

მოსწავლეთა რაოდენობა: 6 მოსწავლე

რესურსი:დაფა,ცარცი,ლეფტოპი,თაბახის ფურცლები,პოსტერი,მარკერი.

საკონტაქტო იმეილი:maia.kuchukhidze@gmail.com

განაცხადის ფორმა:

 სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ  ფარცხანაყანევისN1

    საჯარო  სკოლის  დირექტორ ბატონ  ზაზა კიწმარეიშვილს

  ამავე   სკოლის  მე- კლასისი  მოსწავლის -----––––––––––––

                                                     მშობელ /მეურვე----------––––––––––––––––––––––––––––

                                                              

გ  ა  ნ  ც  ხ  ა   დ  ე  ბ  ა

 

 სურვილი  მაქვს  ჩემი  შვილი------------------------------  გაწევრიანდეს სოფელ  ფარცხანაყანევის N1   საჯარო     სკოლაში  არსებულ ინგლისური   ენის წრეში . რომელსაც ხელმძღვანელობს ამავე სკოლის, ინგლისური ენის მასწავლებელი, მაია კუჭუხიძე. არ ვარ წინააღმდეგი მონაწილეობა მიიღოს ფოტო  გადაღებებში, რომელიც შემ-დეგ აიტვირთება ბლოგზე.

 

                                                                                  განმცხადებელი:

                                                                                  თარიღი:

 

დამხმარე ლიტერატურა: Smart Story, Smart Dictionary(1,2)

საწრეო მუშაობის თემატურ- კალენდარული

გეგმა

თვე/რიცხვი/წელი

თემის დასახელება

საათების რაოდენობა

21.01. 22

Introduction the aim and program of extra clases

1

28.01.22

Going shopping p.96

1

4.02.22

 Ideal painter-Pirosmani p.45

1

11.02.22

Valentine’s day p.172

1

18.02.22

London p.164

1

25.02.22

John Lenon-Imagine p.68

1

4.03.22

Writing a letter p.17

1

11.03.22

Appearance p.10

1

18.03.22

My usual Day p.23

1

25.03.22

Coco Chanel p.74

1

1.04.22

History of cinema p.195

1

8.04.22

Old and new Georgian films p.203

1

15.04.22

Watching films

1

22.04.22

Watching films

1

29.04.22

Books in our life p.213

1

6.05.22

My favorite short story p.221

1

13.05.22

Mtskheta-p.150

1

20.05.22

 

1

27.05.22

Travelling  by train p.136

1

3.06.22

It’s time to travelling

1

10.06.22

Summerise

1

 

 

 

საწრეო მუშაობის რეფლექსია-ინგლისურ ენაში

2022 წლის მეორე სემესტრში, იანვრიდან განვახორციელე საწრეო მუშაობა ინგლისურ ენაში,წრის სახელწოდებაა ,,English –the best”

წრეში გაწევრიანებული იყო -6 მოსწავლე,რომელთაც საწრეო მუშაობა უტარდებოდათ კვირაში ერთხელ.სულ ჩატარდა 20 მეცადინეობა. საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა გამოქვეყნებულის ჩემს ფეისბუქ გვერდზე :

https://www.facebook.com/maia.kuchukhidze.1/posts/4552118174889356

ინგლისური წრის მუშაობა მიზნად ისახავდა რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ: ტექსტის გააანალიზება ,სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.გაიმდიდრებინათ ლექსიკურ მარაგი,სცოდინოდათ კითხვის წესები და შესძლებოდათ ინტერაქციას .

საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები დავაკავშირე ონლაინ ამერიკელ მასწავლებელს რათა საშუალება ქონოდათ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკესთან ინტერაქციის  საუბრის ტექნიკის გაუმჯობესების მიზნით და გაეზიარებიანათ ერთმანეთისთვის კულტურული ღირსშესანიშნაობები.მოგვიანებით დაიბეჭდა გაზეთ ახალ განათლებაში მოსწავლეთა ონლაინ შეხვედრის შესახებ.

https://akhaliganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3/?fbclid=IwAR29vYrySHXdTKuvA9ieLSurONPmX578NbRFa_ohiivoWRG3LGFep-dAxgc

წრის მუშაობა მიმდინარეობდა კვირაში ერთხელ რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს გაეღრმავებინათ ცოდნაინგლისური ენის ლექსიკური მარაგის ათვისებაში.მათ განუმტკიცდათ კომუნიკაციის,ურთიერთთანამშრომლობის,თვითგამოხატვის,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.მოსწავლეებს საშუალება მიეცათ საკუთარი ნიჭის მეტად წარმოჩენის,რამაც დადებითად ვიმოქმედა მათ თვითგანვითარებაზე,აიმაღლეს შეხედულებები საკუთარ თავზე და იფიქრეს იმაზე რომ ინგლისური ენის შესწავლა რთული არაა.

            საწრეო მუშაობები მიმდინარეობდა ეფექტურად და ხალისიანად.აქედან გამომდინარე ვფიქრობ ,რომ საწრეო მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის სასწავლო უნარების განმტკიცებას.

            მოსწავლეები გახდნენ მეტად ჩართულები,ისეთებიც კი,რომლების ადრე პასიურობდნენ,ინტერესით და ხალისით ეკიდებოდნენ დავალებებს.

                                        18.06 2022წ.        მ.კუჭუხიძე

 

 

Friday, April 8, 2022

Friday, March 11, 2022

სტატია

 https://akhaliganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3/

სასწავლო პროექტი ინგლისურ ენაში

,,ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სსიპ.ფარცხანაყანევის N 1 საჯარო  და რუხის  საჯარო სკოლებში განხორციელდა სასწავლო პროექტი  თემაზე ,,ქართულ-ამერიკული“ ღირსშესანიშნაობები,რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა სკოლის პედაგოგების ჩართვასა და თანამშრომლობას  ინგლისურ ენაზე მოსწავლეთა  სასაუბრო უნარების გაუმჯობესების მიზნით

 

         პროექტის ავტორი:წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ.ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის  ინგლისური ენის პედაგოგი -მაია კუჭუხიძე

         პროექტში ჩართული პედაგოგები

 საქართველოდან: რუხის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ედუარდ ციკოლია

  ამერიკიდან:ინგლისური ენის პედაგოგი-Maryann Dreas-Shaikha

               

პროექტის სახელწოდება: „ქართულ-ამერიკული ღირსშესანიშნაობანი“;

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ სასაუბრო უნარები ინგლისურ ენაში და ასევე აიმაღლონ ცოდნის დონე შეერთებულ შტატებთან  მიმართებაში, გაიუმჯობესონ თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;

პროექტის აქტუალობა: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს განსაკურებულ სტრატეგიული პარტნიორი,მეგობარი და მხარდამჭერია. მათი უშუალო მხარდაჭერითა და თანადგომით ბოლო წლებში არაერთი მნიშვენლოვანი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს.განსაკუთრებით აღსანიშნავია მხარდაჭერა განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებში.ასევე წელს აღინიშნება ქართულ ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი.გამომდინარე აქედან,მნიშვნელოვანია მოსწავლლებს ქონდეთ ინფორმაცია ამ ქვეყნის კულტურის,ღირშესანიშნაობებისა და ტრადიციების შესახებ, და ასევე ამერიკელ თანატოლებსა და მასწავლებლებს მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის შესახებ.ვფიქრობთ,მსგავსი პროექტები ხელსშეუწყობს ამ ორი მეგობარი ქვეყნის უფრო მეტ დაახლოებას სამოქალაქო დონეზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ მოსწავლეებს მნიშვნელოვნად დაეხმარება ინგლისური ენაზე მეტყველების,წერისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში. 

პროექტის მიზნები: მოსწავლემ გაიუმჯობესოს მოსმენის,საუბრის, კითხვისა და თანამშრომლობის, ასევე ინფორმაციის სისტემატიზაციის უნარ-ჩვევები; შეივსოს ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში; და შეძლოს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.

მონაწილეთა ასაკი:  დაწყებითი და საბაზო საფეხური 12-16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საქართველოს და ამერიკის ღირსშესანიშნავ ადგილებზე სლაიდშოუს შექმნა.

პროექტის ბოლოს ვიქტორინა აღნიშნულ თემაზე

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მობილური,შეხვედრა ხდება ონლაინ, ზუმის პლათფორმაზე.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

-         პროექტის მონაწილეები იყოფიან 3 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში არაუმეტეს 3 მოსწავლე);

-         თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას რაზეც უნდა ისაუბრონ

-         ჯგუფში მოსწავლეები ინაწილებენ ფუნქციებს: ერთი აგროვებს ინფორმაციას არჩეული  ღირსშესანიშნაობის შესახებ , მეორე - ამ ღირსშესანიშნაობის შესახებ ძირითად ისტორიულ ცნობებს; მესამე - აფორმებს ფოტო მასალით

-         ჯგუფის ირჩევს ლიდერს, რომელიც ახდენს შეგროვილი ინფორმაციის სისტემატიზაციას;

-         ჯგუფი მასწავლებელთან გადის კონსულტაციებს შეგროვილი ინფორმაციის თაობაზე;

-         ჯგუფი ახდენს მისი ნაშრომის პრეზენტაციას  ზუმის პლათფორმაზე, Ms Powerpoint-ში მომზადებული სლაიდ-შოუს მეშვეობით;

-         მოსწავლეთა შეფასება ხდება ანალიტიკური შეფასების რუბრიკის მეშვეობით;

პროექტის ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
          ესგ სტანდარტი და ინდიკატორები:

პირველი უცხო ენის სტანდარტის შედეგები დაწყებით საფეხურზე(V-VI)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

 

Iუცხ.დაწყ. II..5

 

სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა და კულტურებს შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების გაგება და დაფასება.

კულტურათა დიალოგი (Iუცხ.დაწყ.II. 5)

 

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ზოგადი ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით

V-VI კლასი ტექსტი (შედეგები: (II). 1, 2, 3, 4) - მოსწავლემ უნდა შეძლოს

 

· წერა/წერითი მეტყველება - ნაცნობ თემატიკაზე წერილობითი ჟანრის ტექსტების შექმნა ნიმუშზე დაყრდნობით სათანადო სტრატეგიების გამოყენებით;

 ლაპარაკი/ზეპირი მეტყველება - ნაცნობ თემატიკაზე ზეპირი ჟანრის ტექსტის (მაგ, ინტერვიუ, დიალოგი, პრეზენტაცია) მახასიათებლების დაცვით გასაგებად და თანმიმდევრულად ლაპარაკი

 

პირველი უცხოური ენის სტანდარტის შედეგები (საბაზო საფეხური

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

Iუცხ.საბ. 4.

სათანადო სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით ინტერაქციაში მონაწილეობა ნაცნობ თემებზე, აქტუალურ ნაცნობ თემებზე, აქტუალურ საკითხებსა თუ პრობლემებზე, როცა გამოყენებულია სტანდარტული, ნელი და მკაფიო მეტყველება;

კულტურათა დიალოგი

(Iუცხ.საბ. 5)

საფეხურის საკვანძო შეკითხვების საშუალებით გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე ორიენტირებითაც უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

 

სამეტყველო ქმედება

 როგორ შევძლო სამეტყველო ქმედებების თანმიმდევრულად განხორციელება?

 რომელი გამონათქვამები, რომელი ენობრივ-გრამატიკული ფორმები უნდა გამოვიყენო კონკრეტული ფუნქციის გამოსახატავად?

 

კულტურათა დიალოგი

 როგორ წარმოვაჩინო მშობლიურ და უცხო ენასა და კულტურას შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები?

 როგორ შევუწყო ხელი კულტურათა დიალოგს?

 

 

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია კუჭუხიძე

 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maia.kuchukhidze@gmail.com

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: 

 

 

 

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

კითხვები

ვმვ-სქემა

პროექტის

დაგეგმვა-ვადები,მიზნები,გამოწვევები ,ფუნქციები

 

დაკვირვების ფურცელი

რეზიუმების წერა

 

 

 

 

ჯგუფური შეფასებები და თვითვით

შეფასებები

 

 

საგაზეთო

რუბრიკები

 

შემაჯამებელი შეხვედრა

შეხედულობებები

შემაჯემებელი

 

პრზენტაცია

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

ბეჭდვის  უნარ -ჩვევები (ბეჭდვა,ფუნქციებში შესვლა .კოპრება,ჩასმა და ფაილის დახმარება)პროგრამა ვორდის მოხმარების საბაზისო უნარ-ჩვევა.ინტერნეტში მასალის მოძიების უნარ ჩვევა,პაუერ -პოინტში მუშაობა.

სასწავლო პროცედურები

პროექტზე მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებს დავუსვამ ზოგად კითხვას:რა ღირსშესანიშნეობები იცით საქართველოსა და ამერიკაში? გაიმართება დისკუსია. შემდეგ საუბარს წარვმართავ თემის ირგვლივ და ვადგენ რა იციან მოსწავლეებმა.

 ვსვამ თემატურ კითხვას: რას ნიშნავს ქვეყნის ღირსშესანიშნაობა? შემდეგ ვსვამ შინაარსობრივ კითხვებს: ჩამოთვალე  საქართველოს ღირსშესანიშნაობები? მოსწავლეები ავსებენ ვ-მ-ვ სქემის პირველ გრაფას.

მოსწავლეთა საჭიროების დადგენის შემდეგ ვიწყებ პროექტის გეგმის გაწერას. ვყოფ მოსწავლეებს მათი შესაძლებლობების და უნარის მიხედვით სამ ჯგუფად. I ჯგუფი „ინოვატორები“ მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში  საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ და ამზადებენ კითხვებს ამერიკელი მასწავლებლისთვის რაც აინტერესებთ ამერიკის ღირსშესანიშნეობების შესახებ, II ჯგუფი „ვიზუალები“ გააფორმებენ ვიზუალურად მოძიებულ მასალას  და  .III ჯგუფი

შოუ“შექმნიან  სლაიდ შოუს, საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე. დაკვირვების ფურცლის

 გამოყენებით მოსწავლეები დაწერენ რეზიუმეს და ავსებენ ვ-მ-ვ სქემის მე-2 გრაფას.

ეტაპობრივად ვხვდები მოსწავლეებს და ვუწევ ფასილიტაციას, ვახდენ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შეფასებას აღრიცხვის დონეზე. აწყობენ პრეზენტაციას

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები განიხილავენ   მიღებულ ცოდნას და შემდგომ ნაბიჯებს. მათი საბოლოო პროდუქტი პროექტის რუბრიკის გამოყენებით შეფასდება.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური  საჭიროებები

( სსსმ მოსწავლე არ მყავს) დაუშვით წერილობითი დავალებების ზეპირად შესრულება,ან მიეცით მოსწავლეებს საშალება კარნახის გზით უპასუხონ შეკითხვებს.მნიშვნელოვანია უფროსების დახმარება წერითი და ტექნოლოგიური დავალებების შესრულებისას ‘შექმენით წყვილში მუშაობის შესაძლებლობები.

არაქართულენოვანი

მოსწავლეები

( არაქართულენოვანი მოსწავლეებიი არ გვყავს)საკლასო მუშაობისას დააწყვილეთ სხვა მოსწავლესთან,ენობრივი დდდატვირთვის საჭიროებების გათვალისწინებით.(მაგალითად,ჟურნალში ჩანაწერების გაკეთებისას}

მიიღეთ მოსწავლის მიერ მშობლიურ ენაზე შესრულებული დავალებები შემდგომი თარგმნისთვის.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

პრეზენტაციების მომზადებისას გამოიყენონ დამატებითი მულტიმედიური ფუნქციები.

თუ მოსწავლეს განსაკუთრებული ტექნიკური უნარი გააჩნია მიეცით  შესაძლებლობა შექმნას კლასის ბლოგი.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა

 კომპიუტერი (ები)

 ციფრული კამერა

 ინტერნეტკავშირი

 ლაზერული დისკი

 საბეჭდი მანქანა/პრინტერი

 

 VCR, ვიდეო

 ვიდეოკამერა

 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

 სხვა      

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

 მონაცემთა ბაზა/ცხრილები

 საგამომცემლო პროგრამები

 ელფოსტის პროგრამა

 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

 ფოტო/სურათების დამუშავება

 ინტერნეტძიება

 მულტიმედია

  ვორდის პროგრამა

 სხვა      


ინტერნეტრესურსები

https://www.guideadvisor.com/experience/georgia-sightseeing/

https://www.touropia.com/tourist-attractions-in-the-usa/

სხვა რესურსები

სახელმძღვანელოებიდან საინტერესო ფაქტები საქართველოს და ამერიკის  შესახებ.