Friday, March 11, 2022

სტატია

 https://akhaliganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3/

სასწავლო პროექტი ინგლისურ ენაში

,,ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სსიპ.ფარცხანაყანევის N 1 საჯარო  და რუხის  საჯარო სკოლებში განხორციელდა სასწავლო პროექტი  თემაზე ,,ქართულ-ამერიკული“ ღირსშესანიშნაობები,რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა სკოლის პედაგოგების ჩართვასა და თანამშრომლობას  ინგლისურ ენაზე მოსწავლეთა  სასაუბრო უნარების გაუმჯობესების მიზნით

 

         პროექტის ავტორი:წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ.ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის  ინგლისური ენის პედაგოგი -მაია კუჭუხიძე

         პროექტში ჩართული პედაგოგები

 საქართველოდან: რუხის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ედუარდ ციკოლია

  ამერიკიდან:ინგლისური ენის პედაგოგი-Maryann Dreas-Shaikha

               

პროექტის სახელწოდება: „ქართულ-ამერიკული ღირსშესანიშნაობანი“;

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ სასაუბრო უნარები ინგლისურ ენაში და ასევე აიმაღლონ ცოდნის დონე შეერთებულ შტატებთან  მიმართებაში, გაიუმჯობესონ თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;

პროექტის აქტუალობა: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს განსაკურებულ სტრატეგიული პარტნიორი,მეგობარი და მხარდამჭერია. მათი უშუალო მხარდაჭერითა და თანადგომით ბოლო წლებში არაერთი მნიშვენლოვანი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს.განსაკუთრებით აღსანიშნავია მხარდაჭერა განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებში.ასევე წელს აღინიშნება ქართულ ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი.გამომდინარე აქედან,მნიშვნელოვანია მოსწავლლებს ქონდეთ ინფორმაცია ამ ქვეყნის კულტურის,ღირშესანიშნაობებისა და ტრადიციების შესახებ, და ასევე ამერიკელ თანატოლებსა და მასწავლებლებს მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის შესახებ.ვფიქრობთ,მსგავსი პროექტები ხელსშეუწყობს ამ ორი მეგობარი ქვეყნის უფრო მეტ დაახლოებას სამოქალაქო დონეზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ მოსწავლეებს მნიშვნელოვნად დაეხმარება ინგლისური ენაზე მეტყველების,წერისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში. 

პროექტის მიზნები: მოსწავლემ გაიუმჯობესოს მოსმენის,საუბრის, კითხვისა და თანამშრომლობის, ასევე ინფორმაციის სისტემატიზაციის უნარ-ჩვევები; შეივსოს ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში; და შეძლოს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.

მონაწილეთა ასაკი:  დაწყებითი და საბაზო საფეხური 12-16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საქართველოს და ამერიკის ღირსშესანიშნავ ადგილებზე სლაიდშოუს შექმნა.

პროექტის ბოლოს ვიქტორინა აღნიშნულ თემაზე

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მობილური,შეხვედრა ხდება ონლაინ, ზუმის პლათფორმაზე.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

-         პროექტის მონაწილეები იყოფიან 3 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში არაუმეტეს 3 მოსწავლე);

-         თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას რაზეც უნდა ისაუბრონ

-         ჯგუფში მოსწავლეები ინაწილებენ ფუნქციებს: ერთი აგროვებს ინფორმაციას არჩეული  ღირსშესანიშნაობის შესახებ , მეორე - ამ ღირსშესანიშნაობის შესახებ ძირითად ისტორიულ ცნობებს; მესამე - აფორმებს ფოტო მასალით

-         ჯგუფის ირჩევს ლიდერს, რომელიც ახდენს შეგროვილი ინფორმაციის სისტემატიზაციას;

-         ჯგუფი მასწავლებელთან გადის კონსულტაციებს შეგროვილი ინფორმაციის თაობაზე;

-         ჯგუფი ახდენს მისი ნაშრომის პრეზენტაციას  ზუმის პლათფორმაზე, Ms Powerpoint-ში მომზადებული სლაიდ-შოუს მეშვეობით;

-         მოსწავლეთა შეფასება ხდება ანალიტიკური შეფასების რუბრიკის მეშვეობით;

პროექტის ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
          ესგ სტანდარტი და ინდიკატორები:

პირველი უცხო ენის სტანდარტის შედეგები დაწყებით საფეხურზე(V-VI)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

 

Iუცხ.დაწყ. II..5

 

სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა და კულტურებს შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების გაგება და დაფასება.

კულტურათა დიალოგი (Iუცხ.დაწყ.II. 5)

 

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ზოგადი ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით

V-VI კლასი ტექსტი (შედეგები: (II). 1, 2, 3, 4) - მოსწავლემ უნდა შეძლოს

 

· წერა/წერითი მეტყველება - ნაცნობ თემატიკაზე წერილობითი ჟანრის ტექსტების შექმნა ნიმუშზე დაყრდნობით სათანადო სტრატეგიების გამოყენებით;

 ლაპარაკი/ზეპირი მეტყველება - ნაცნობ თემატიკაზე ზეპირი ჟანრის ტექსტის (მაგ, ინტერვიუ, დიალოგი, პრეზენტაცია) მახასიათებლების დაცვით გასაგებად და თანმიმდევრულად ლაპარაკი

 

პირველი უცხოური ენის სტანდარტის შედეგები (საბაზო საფეხური

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

Iუცხ.საბ. 4.

სათანადო სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით ინტერაქციაში მონაწილეობა ნაცნობ თემებზე, აქტუალურ ნაცნობ თემებზე, აქტუალურ საკითხებსა თუ პრობლემებზე, როცა გამოყენებულია სტანდარტული, ნელი და მკაფიო მეტყველება;

კულტურათა დიალოგი

(Iუცხ.საბ. 5)

საფეხურის საკვანძო შეკითხვების საშუალებით გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე ორიენტირებითაც უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

 

სამეტყველო ქმედება

 როგორ შევძლო სამეტყველო ქმედებების თანმიმდევრულად განხორციელება?

 რომელი გამონათქვამები, რომელი ენობრივ-გრამატიკული ფორმები უნდა გამოვიყენო კონკრეტული ფუნქციის გამოსახატავად?

 

კულტურათა დიალოგი

 როგორ წარმოვაჩინო მშობლიურ და უცხო ენასა და კულტურას შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები?

 როგორ შევუწყო ხელი კულტურათა დიალოგს?

 

 

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია კუჭუხიძე

 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maia.kuchukhidze@gmail.com

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: 

 

 

 

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

კითხვები

ვმვ-სქემა

პროექტის

დაგეგმვა-ვადები,მიზნები,გამოწვევები ,ფუნქციები

 

დაკვირვების ფურცელი

რეზიუმების წერა

 

 

 

 

ჯგუფური შეფასებები და თვითვით

შეფასებები

 

 

საგაზეთო

რუბრიკები

 

შემაჯამებელი შეხვედრა

შეხედულობებები

შემაჯემებელი

 

პრზენტაცია

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

ბეჭდვის  უნარ -ჩვევები (ბეჭდვა,ფუნქციებში შესვლა .კოპრება,ჩასმა და ფაილის დახმარება)პროგრამა ვორდის მოხმარების საბაზისო უნარ-ჩვევა.ინტერნეტში მასალის მოძიების უნარ ჩვევა,პაუერ -პოინტში მუშაობა.

სასწავლო პროცედურები

პროექტზე მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებს დავუსვამ ზოგად კითხვას:რა ღირსშესანიშნეობები იცით საქართველოსა და ამერიკაში? გაიმართება დისკუსია. შემდეგ საუბარს წარვმართავ თემის ირგვლივ და ვადგენ რა იციან მოსწავლეებმა.

 ვსვამ თემატურ კითხვას: რას ნიშნავს ქვეყნის ღირსშესანიშნაობა? შემდეგ ვსვამ შინაარსობრივ კითხვებს: ჩამოთვალე  საქართველოს ღირსშესანიშნაობები? მოსწავლეები ავსებენ ვ-მ-ვ სქემის პირველ გრაფას.

მოსწავლეთა საჭიროების დადგენის შემდეგ ვიწყებ პროექტის გეგმის გაწერას. ვყოფ მოსწავლეებს მათი შესაძლებლობების და უნარის მიხედვით სამ ჯგუფად. I ჯგუფი „ინოვატორები“ მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში  საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ და ამზადებენ კითხვებს ამერიკელი მასწავლებლისთვის რაც აინტერესებთ ამერიკის ღირსშესანიშნეობების შესახებ, II ჯგუფი „ვიზუალები“ გააფორმებენ ვიზუალურად მოძიებულ მასალას  და  .III ჯგუფი

შოუ“შექმნიან  სლაიდ შოუს, საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე. დაკვირვების ფურცლის

 გამოყენებით მოსწავლეები დაწერენ რეზიუმეს და ავსებენ ვ-მ-ვ სქემის მე-2 გრაფას.

ეტაპობრივად ვხვდები მოსწავლეებს და ვუწევ ფასილიტაციას, ვახდენ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შეფასებას აღრიცხვის დონეზე. აწყობენ პრეზენტაციას

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები განიხილავენ   მიღებულ ცოდნას და შემდგომ ნაბიჯებს. მათი საბოლოო პროდუქტი პროექტის რუბრიკის გამოყენებით შეფასდება.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური  საჭიროებები

( სსსმ მოსწავლე არ მყავს) დაუშვით წერილობითი დავალებების ზეპირად შესრულება,ან მიეცით მოსწავლეებს საშალება კარნახის გზით უპასუხონ შეკითხვებს.მნიშვნელოვანია უფროსების დახმარება წერითი და ტექნოლოგიური დავალებების შესრულებისას ‘შექმენით წყვილში მუშაობის შესაძლებლობები.

არაქართულენოვანი

მოსწავლეები

( არაქართულენოვანი მოსწავლეებიი არ გვყავს)საკლასო მუშაობისას დააწყვილეთ სხვა მოსწავლესთან,ენობრივი დდდატვირთვის საჭიროებების გათვალისწინებით.(მაგალითად,ჟურნალში ჩანაწერების გაკეთებისას}

მიიღეთ მოსწავლის მიერ მშობლიურ ენაზე შესრულებული დავალებები შემდგომი თარგმნისთვის.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

პრეზენტაციების მომზადებისას გამოიყენონ დამატებითი მულტიმედიური ფუნქციები.

თუ მოსწავლეს განსაკუთრებული ტექნიკური უნარი გააჩნია მიეცით  შესაძლებლობა შექმნას კლასის ბლოგი.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა

 კომპიუტერი (ები)

 ციფრული კამერა

 ინტერნეტკავშირი

 ლაზერული დისკი

 საბეჭდი მანქანა/პრინტერი

 

 VCR, ვიდეო

 ვიდეოკამერა

 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

 სხვა      

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

 მონაცემთა ბაზა/ცხრილები

 საგამომცემლო პროგრამები

 ელფოსტის პროგრამა

 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

 ფოტო/სურათების დამუშავება

 ინტერნეტძიება

 მულტიმედია

  ვორდის პროგრამა

 სხვა      


ინტერნეტრესურსები

https://www.guideadvisor.com/experience/georgia-sightseeing/

https://www.touropia.com/tourist-attractions-in-the-usa/

სხვა რესურსები

სახელმძღვანელოებიდან საინტერესო ფაქტები საქართველოს და ამერიკის  შესახებ.